ამერიკელი გენერალი, აშშ-ის ევროპული ჯარების ყოფილი მეთაური, ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის საქართველოში, უკრაინაში და რუმინეთში ვიზიტი აშშ-ს შავი ზღვის რაიონში ინტერესის აშკარა სიგნალია.
ბენ ჰოჯესი საქართველოში ლოიდ ოსტინის ვიზიტს ტვიტერზე გამოეხმაურა.
" ეს არის დიდებული ახალი ამბავი, თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში, უკრაინაში და რუმინეთში არის აშკარა სიგნალი, რომ აშშ-ს შავი ზღვის რაიონის მიმართ ინტერესი აქვს" - წერს ბენ ჰოჯესი.
This is great news...SecDef Austin's visit to Georgia, Ukraine, and Romania are a clear signal of US interest in the greater Black Sea region. https://t.co/hBbPpo901V
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოშია.
Wheels down in Georgia. The United States is committed to helping Georgia build its defense capacity and advance its Euro-Atlantic integration, and I’m looking forward to my meetings here. pic.twitter.com/TJy25tfn90
ლოიდ ოსტინის ვიზიტის მიზანი კავშირების განმტკიცებაა ქვეყნებთან, რომლებზეც რუსეთის მხრიდან ზეწოლაა.
ის 21-22 ოქტომბრის NATO-ს მინისტერიალამდე შეხვედრებს გამართავს საქართველოში, რუმინეთსა და უკრაინაში.
ლოიდ ოსტინი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს.
თბილისში შეხვედრების მთავარი მიზანია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის ხელშეწყობა, რადგან წელს აშშ-ის არმიის სამწლიანი საწვრთნელი პროგრამის ვადა იწურება.