logo
ENG



ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოშია

18 ოქტ 202109:28
3 წუთის საკითხავი
clock 868

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოშია.

ლოიდ ოსტინის ვიზიტის მიზანი კავშირების განმტკიცებაა ქვეყნებთან, რომლებზეც რუსეთის მხრიდან ზეწოლაა.

ის 21-22 ოქტომბრის NATO-ს მინისტერიალამდე შეხვედრებს გამართავს საქართველოში, რუმინეთსა და უკრაინაში.

"სამივე ქვეყანაში, სადაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჩადის, ვაშინგტონი ესწრაფვის თავდაცვის სფეროში მხარდაჭერას, მაგრამ ამავე დროს ხედავს დემოკრატიული განვითარებისა და კორუფციის პრობლემებს." - ვკითხულობთ ამერიკის საელჩოს განცხადებაში.

ლოიდ ოსტინი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს. 

თბილისში შეხვედრების მთავარი მიზანია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის ხელშეწყობა, რადგან წელს აშშ-ის არმიის სამწლიანი საწვრთნელი პროგრამის ვადა იწურება.

"ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რა ეტაპზეა საქართველოს ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. ჩვენ გვექნება შეხვედრა, სადაც გავივლით ჩვენს სტრაგეგიულ გეგმებს, მომავალ თანამშრომლობას. ხელს მოვაწერთ ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს. გვექნება კომენტარი პრესასთან". - ამბობს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე. 

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი წერს, რომ ლოიდ ოსტინი მიემგზავრება ევროპაში, რათა დაარწმუნოს მოკავშირეები და პარტნიორები ქვეყნის ერთგულებაში მათი სუვერენიტეტის მიმართ რუსეთის აგრესიის პირისპირ. 

"ჩვენ ვაზუსტებთ და ვაძლიერებთ იმ ქვეყნების სუვერენიტეტს, რომლებიც რუსეთის აგრესიის პირისპირ, წინა ხაზზე არიან". - წერია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში. 

"საქართველოს და უკრაინის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთი საქართველოში შეიჭრა 2008 წელს და მოახდინა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპირება - უხეშად, ქვეყნის 20%-ის. უკრაინა ომშია ჩაბმული რუსეთთან. რუსულმა სამხედრო ძალებმა 2014 წლის შემდეგ დონბასსა და მიმდებარედ, აღმოსავლეთ უკრაინაში დაახლოებით 14 000 უკრაინელი მოკლეს. რუსეთმა უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია. 

უკრაინასა და საქართველოში ოსტინი ხაზს გაუსვამს, რომ NATO-ს კარი ღიაა და მოუწოდებს მათ, განახორციელონ აუცილებელი ცვლილებები, რათა დააკმაყოფილონ სამხედრო ალიანსის წევრობის კრიტერიუმები. 

ოსტინი ასევე გეგმავს, ერებს მხარდაჭერა გამოუცხადოს. 

მსხვერპლის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საქართველო იყო ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიაში და იქ ბევრი ჯარისკაცი დაკარგა. 

რუმინეთთან დაკავშირებით განცხადებაში ნათქვამია, რომ ის როლური მოდელი მოკავშირეა და რომ ოსტინი გამოხატავს აშშ-ის მხრიდან დაფასებას. რუმინეთი თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს ხარჯავს, ამ თანხის 20% კი მოდერნიზაციას ეთმობა. ორივე NATO-ს მიზანია.

სამივე ქვეყანა შავ ზღვასთან მდებარეობს. ლოიდ ოსტინი ილაპარაკებს შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ერებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე". - წერია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში. 


close დახურვა