logo
ENG



ბეჟაშვილი: თუ არ მიიღებენ ობიექტურ გადაწყვეტილებას, მზად ვართ რადიკალურ მოქმედებებზეც

07 დეკ 202218:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/07/ivui6fdtwgf6isq.png

პარტიის წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, თუ ხელისუფლება ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ობიექტურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მზად არიან, "რადიკალურ მოქმედებებზე" გადავიდნენ. რა იგულისხმა ამ მოქმედებებში ბეჟაშვილს არ დაუკონკრეტებია.

"თუ ხელისუფლებას არ ეყოფა პასუხისმგებლობა, რომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მზად ვართ, რომ რადიკალურ მოქმედებებზეც გადავიდეთ. რადიკალური მოქმედებების გეგმასა და პირობებზე, ბუნებრივია, ახლა ვერც ვერც ვიმსჯელებთ და ვერც გავაცნობთ, ჩვენთვის მთავარი მოლოდინი არის, რომ ხელისუფლებას ეყოფა სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას", - თქვა მან.

მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამაც და აღნიშნა, რომ აამოქმედებენ ყველა იმ ლეგიტიმური შესაძლებლობას, რომელიც ექსპრეზიდენტის სიცოცხლის შენარჩუნებას მოემსახურება.

"ვფიქრობ, აქ საზოგადოებრივი წნეხი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური წნეხი არის უმნიშვნელოვანესი. მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმდეს სამოქმედო გეგმა ერთმანეთთან და ვიყოთ კონსოლიდირებული სააკაშვილის ჰუმანიტარული საკითხის გადაჭრის თაობაზე", - თქვა მელიამ.

ამასთან, როგორც პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ აღნიშნა, თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს "სასიკვდილო განაჩენს" გამოუტანს, ქუჩის პროტესტს დაიწყებენ.

"თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანონ მიხეილ სააკაშვილის და ჩატოვონ ციხეში, უნდა გადაერთოს მთელი პარტია რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის იძულებაზე. საბოლოოდ, თუ სასამართლო ჩატოვებს მიხეილ სააკაშვილს ციხეში, ქუჩის პროტესტს არ ექნება ალტერნატივა, პარტიის უმრავლესობაში ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მოვაკვლევინებთ ციხეში", - განაცხადა მუმლაძემ.

9 დეკემბერს 13:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. პარალელურად, ნაციონალურმა მოძრაობამ აქცია დააანონსა.

6 დეკემბერს, ვივამედის მთავარმა ექიმმა ზურაბ ჩხაიძემ თქვა, რომ "პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში". დღეს სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა თამარ დავარაშვილმა აღნიშნა, რომ "სააკაშვილი საკვებს მცირე უფლებებით იღებს და ირგებს". როგორც ექიმმა ფორმულასთან საუბრისას განაცხადა, არც ერთ სამედიცინო დოკუმენტში არ წერია, რომ ყოფილი პრეზიდენტი საკვებს გამიზნულად არ იღებს.

 


close დახურვა