logo
ENG



ბერბოკი: ამჟამად პუტინთან მოლაპარაკების გამართვის საშუალება არ არსებობს

15 ივლ 202321:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/15/rwt8t4s4ewasl1t.jpg

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, ამჟამად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების გამართვის საშუალება არ არსებობს.

"გერმანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დიპლომატიური გზით აიძულოს რუსეთი, შეაჩეროს ომი უკრაინაში. თუმცა, ამ მხრივ პროგრესი არ არის. რუსეთის დარწმუნებას ჯერ კიდევ ვერ ვახერხებთ, ამიტომ უკრაინას მისი მოქალაქეების დაცვა სჭირდება.

მე პირადად მსურს, რომ მოლაპარაკების გამართვა შესაძლებელი იყოს, თუმცა სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ", - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს მანამ არ გამართავს, სანამ რუსეთი უკრაინის ტერიტორიიდან ჯარებს არ გაიყვანს.


close დახურვა