გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქება, მოსკოვის მხრიდან დასავლეთის დაშანტაჟებას უფრო მარტივს გახდის.
"რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება პრობლემის მოგვარებას არ დაეხმარება, თუმცა ჩვენი დაშანტაჟება ორჯერ უფრო მარტივი გახდება", - ამბობს ბერბოკი.
მისი თქმით, ბერლინი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერა იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც საჭირო იქნება.
"ჩვენ შევინარჩუნებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ყურადღებას მივაქცევთ, რომ ჩვენი საზოგადოება არ გაიყოს", - აღნიშნავს გერმანიის საგარეოს მინისტრი.