გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, რუსეთის პირობებით ზავი უკრაინელების მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს.
ბერბოკის თქმით, ის ვერ ხედავს რაიმე ნიშანს, რომ უახლოეს მომავალში უკრაინაში ომი დასრულდება და რუსეთი უკან დაიხევს.
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხალხი ყველაზე უარეს მდგომარეობაშია. ყოველდღიურად ცხოვრობენ იმის შიშით, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, შეიძლება, გაიტაცონ, აწამონ და მოკლან. ეს ომი პუტინის გარდა, სხვას არავის დაუწყია და თუ პუტინს სურს, ომი ხვალაც შეიძლება დასრულდეს", - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გუშინ, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ კრემლთან მოლაპარაკებები აუცილებელია რუსეთის ომის უკრაინის წინააღმდეგ დასასრულებლად. მისი თქმით, პუტინმა უნდა დაასრულოს ომი, გაიყვანოს ჯარები და ამით შექმნას ურთიერთგაგების შესაძლებლობა.