logo
ENG



ბერლინალეზე ქალისა და კაცის ნომინაციებს გენდერულად ნეიტრალური ნომინაციები ჩაანაცვლებს

25 აგვ 202015:11
3 წუთის საკითხავი
clock 899

ბერლინის კინოფესტივალ "ბერლინალეს" გადაწყვეტილებით,  2021 წლიდან საუკეთესო ქალი და საუკეთესო კაცი მსახიობის ნომინაციები უქმდება და მათ გენდერულად ნეიტრალური ნომინაციები ჩაანაცვლებს. ამიერიდან, მსახიობები "საუკეთესო მთავარი როლსა" და "საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის" კატეგორიებში გაერთიანდებიან. 

"ჩვენ გვჯერა, რომ ჯილდოების გენდერის ნიშნით არგანაწილება კინოინდუსტრიაში გენდერულად უფრო სენსიტიური ატმოსფეროს შექმნას შეუწყობს ხელს", - განაცხადეს ბერლინალეს დირექტორებმა. 

ბერლინალეს ფარგლებში კინოინდუსტრიის საუკეთესო წარმომადგენლები შემდეგ 8 ნომინაციებში დაჯილდოვდებიან:  

  • ოქროს დათვი საუკეთესო ფილმისთვის
  • ვერცხლის დათვი – ჟიურის გრან პრი
  • ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისორისთვის
  • ვერცხლის დათვი – ჟიურის პრიზი
  • ვერცხლის დათვი მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის
  • ვერცხლის დათვი დამხმარე როლის საუკეთესო შესრულებისთვის
  • ვერცხლის დათვი საუკეთესო სცენარისთვის
  • ვერცხლის დათვი გამორჩეული შემოქმედებითი წვლილისთვის

close დახურვა