logo
ENG



ბერლინალეს გამარჯვებული ირანელი რეჟისორის ფილმი გახდა

01 მარ 202014:08
3 წუთის საკითხავი
 
h4m9qevkktoalv9.jpg

გერმანიაში ბერლინალეს გამარჯვებული დასახელდა. კინოფესტივალის მთავარი ჯილდო - ოქროს დათვი  ირანელი რეჟისორის - მოჰამედ რასულ-ოფის ფილმმა „ბოროტება არ არსებობს" მიიღო.  დაჯილდოვების ცერემონიას ვერ დაესწრო თავად რეჟისორი, რომელსაც უკვე მესამე წელია ქვეყნის ტერიტორიის დატოვება აკრძალული აქვს. 

ვერცხლის დათვის მფლობელი გახდა ამერიკელი და ბრიტანელი კინემატოგრაფების ერთობლივი ნამუშევარი -  „არასოდეს, იშვიათად, ხანდახან, ყოველთვის". საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად კი კამბოჯელი რეჟისორის სურათი - „დასხივებული" გამოაცხადეს. 


close დახურვა