ბერლინის ცენტრში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტი გვიან ღამით ქალაქის მთავარ მოედანზე, ტემპოდრომის შენობის წინ მოხდა.
შემთხვევის დროს კიდევ 4 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოებში მოათავსეს. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. თავდასხმის მოტივი უცნობია, თუმცა გამოძიება ტერორიზმის ვერსიას გამორიცხავს.
პოლიცია ეჭვმიტანილებს ამ დრომდე ეძებს.