logo
ENG



ბერლინის „არამეგობრული გადაწყვეტილების“ გამო, რუსეთი 40 დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

25 აპრ 202218:42
3 წუთის საკითხავი
 
ბერლინის „არამეგობრული გადაწყვეტილების“ გამო, რუსეთი 40 დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

რუსეთმა 40 გერმანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და განაცხადა, რომ ეს არის საპასუხო ზომა ბერლინის „არამეგობრულ გადაწყვეტილებაზე“, უკრაინასთან კონფლიქტის გამო, გაეძევებინა რუსი დიპლომატები.

"გერმანიის ელჩს გეზა ანდრეას ფონ გეირის გადაეცა ნოტა რუსეთში გერმანიის დიპლომატიური ინსტიტუტების 40 თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ, როგორც სიმეტრიული პასუხი გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებაზე“, - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

4 აპრილს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბერლინში რუსეთის საელჩოს 40 თანამშრომლის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

გერმანიის საგარეო საქამეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ დიპლომატები ვეყნიდან უკრაინაში რუსული ჯარების წარმოუდგენელი სისასტიკის საპასუხოდ გააძევეს.


close დახურვა