logo
ENG



ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ პუტინს უკრაინაში ომისკენ "უბიძგეს"

23 სექ 202219:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/23/86rmzd3vbmsbqg4.jpg

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ პუტინს უკრაინაში ომისკენ "უბიძგეს".

ბერლუსკონი Forcza Italia-ს ლიდერია, რომელიც მემარჯვენე კოალიციას მიეკუთვნება და როგორც მოსალოდნელია, კვირას საპარლამენტო არჩევნებშიც გაიმარჯვებს. იტალიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი მრავალი წელია პუტინთან მეგობრობს.

"რუსმა ხალხმა, მისმა პარტიამ, მისმა მინისტრებმა უბიძგეს პუტინს სპეციალური ოპერაციის ჩატარებისკენ", - განუცხადა ბერლუსკონიმ ტელეარხ RAI-ს, რა დროსაც მან ომის აღწერისას რუსეთის ხელისუფლების ფორმულირება გამოიყენა.

მისი თქმით, რუსეთის გეგმა იყო ერთ კვირაში აეღოთ კიევი და ვოლოდიმირ ზელენსკი "ღირსეულის ხალხის მთავრობით" ჩაენაცვლებინათ. 

"ვერც გავიგე, რატომ გადანაწილდა რუსული არმია მთელ უკრაინაში, როდესაც, ჩემი აზრით, ისინი მხოლოდ კიევის ირგვლივ უნდა დარჩენილიყვნენ", - თქვა ბერლუსკონიმ.

მის განცხადებას ოპონენტების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ბერლუსკონიმ მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია მიუღებელია და ისინი მუდამ NATO-სა და ევროკავშირის გვერდით იქნებიან.


close დახურვა