logo
ENG



ბერძენიშვილი: არავინ მოაწერს ხელს დოკუმენტს, სადაც პოლიტპატიმრების საკითხი არ იქნება მკაფიო

16 აპრ 202118:55
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/16/ug68p6xuc7l8tfp.jpg

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ. 

როგორც ბერძენიშვილმა ფორმულას გადაცემაში კომენტარი აღნიშნა, დოკუმენტში აუცილებლად უნდა იყოს დაკონკრეტებული პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი. 

"გასაგებია, რომ ქართული ოცნება ჩვენი დასავლელი მეგობრების დაჟინებული რეკომენდაციების გათვალისწინებას დაეთანხმება ნაწილობრივ მაინც. თუ აქამდე ისინი არც იმ 3 პუნქტს ეთანხმებოდნენ, რაც დანიელსონმა შესთავაზა, ახლა მათი მხრიდან არის სიახლე. ყველასთვის გასაგებია, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ მოაწერს ხელს არანაირ დოკუმენტს, სადაც ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი არ იქნება მკაფიოდ ფიქსირებული და სანამ საზოგადოება არ დარწმუნდება, რომ ეს 2 ადამიანი უახლოეს ხანში დატოვებს საპატიმროს.

ეს აუცილებელი პირობაა. როგორც ჩანს ხელისუფლებამ გაიაზრა, რომ ამას ვერ გაექცევა. რაც შეეხება არჩევნებს, ის რომ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი შესაძლო გზები, ეს ოპოზიციაში კამათის საგანი არაა", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. 

ცოტა ხნის წინ ქართულ ოცნებაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს აწერს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მედიაციის მიზნით გამართული მეორე ვიზიტი 31 მარტს კვლავ უშედეგოდ დაასრულა.

მის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს არც ერთმა დეპუტატმა ხელი არ მოაწერა.

დოკუმენტში წარმოდგენილი იყო შემდეგი პუნქტები:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება
  • მომავალი არჩევნები

ევროპარლამენტარებმა დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების გამო იმედგაცრუება გამოთქვეს და პასუხისმგებლობა მონაწილე მხარეებს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას დააკისრეს.

იმის გამო, რომ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.


close დახურვა