logo
ENG



ბერძენიშვილი: გახარიას ვანო მერაბიშვილის გზის გავლა თუ უნდა, მე ვფიქრობ, კარგი შანსი აქვს

20 ივნ 202013:02
3 წუთის საკითხავი
 

რესპუბლიკური პარტიის წევრი, დავით ბერძენიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას აფასებს, რომელმაც თქვა, რომ გიორგი გახარია ქართული ოცნების სიის პირველ ნომრად ყოფნას იმსახურებს.

ბერძენიშვილის თქმით, გახარიას პირველ ნომრად წარდგენა ნიშნავს რომ ოცნების წარმომადგენლებს არ აქვთ პრობლემა, თუ რას ფიქრობს 20 ივნისს დაზარალებული ხალხი გახარიაზე.

ასევე ბერძენიშვილის თქმით, გიორგი გახარიას ქმედებები სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

„გახარიას სახელით თუ გადიან არჩევნებზე, მაშინ მათ არც აქვთ პრობლემა გახარიას მიმართ როგორი განწყობა ექნება 20 ივნისის დარბეულ ადამიანებს და მათ მხარდამჭერებს. გახარიას ვანო მერაბიშვილის გზის გავლა თუ უნდა, მე ვფიქრობ, მას კარგი შანსი აქვს, რადგან 20 ივნისი და არა მარტო, გახარიას საქმიანობაში, რა თქმა უნდა, სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოითხოვს“,-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარია ქართული ოცნების სიის პირველ ნომრად ყოფნას იმსახურებს. განცხადება თალაკვაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში გააკეთა.


close დახურვა