logo
ENG



ბერძენიშვილი ივანიშვილზე: როცა ადამიანი ვაჭარია, როგორც ჩანს პოლიტიკოსი ვერ ხდება

26 იან 202022:49
3 წუთის საკითხავი
 

„თუ ბიძინა ივანიშვილი არ არის ლიდერი, „ქართული ოცნება“ მოკვდება“, - აღნიშნული განცხადება რესპუბლიკური პარტიის წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ გააკეთა.

ბერძენიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს კარიერული ზრდის შანსი.

„თუ ბიძინა ივანიშვილი არ არის ლიდერი „ქართული ოცნება“ მოკვდება. უკვე ჩანს რომ ეს პარტია არ არის. ჩვენ ბევრი რამ დავინახეთ: პირველი ამ პარტიაში არ არის კარიერული ზრდის არანაირი შანსი, მეორე მათ არ აქვთ პარტიული ორგანიზაციები და მესამე მათ არ აქვთ პარტიული ფინანსები. ყველაფერი ეს სახელმწიფო ფული გამოდის. როცა ადამიანი ვაჭარია, როგორც ჩანს პოლიტიკოსი ვერ ხდება და ეს მარტო ბიძინა ივანიშვილს არ ეხება. პოლიტიკოსობა არის რთული პროფესია და ყველაზე უფრო პოლიტიკოსობა ეადვილებათ იმათ ვინც ახლოსაა პროფესიული თვალსაზრისით და ყველაზე მეტად უჭირთ იმათ, ვინც სხვა სექტორში არიან“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

 


close დახურვა