logo
ENG



ბერძნული მედია: დააკავეს ქართველი, რომელმაც მოსწავლეს ჩაქუჩით სცემა, დირექტორი დაჭრა

26 მარ 202418:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/26/ehjutvuhybp4qej.jpg

ბერძნული მედიის ცნობით, ათენში დააკავეს 19 წლის ქართველი, რომელმაც სკოლაში ერთ-ერთ მოსწავლეს ჩაქუჩით სცემა, სკოლის დირექტორი კი დანით დაჭრა.

ბერძნული მედია წერს, რომ მომხდარს წინ უძღოდა კონფლიქტი, რომელიც თავდამსხმელის ძმას ჰქონდა ამავე სკოლის ერთ-ერთ მოსწავლესთან, ნიგერიელ მოზარდთან. უფროსი ძმა სკოლაში შურისძიების მიზნით მივიდა.

19 წლის ქართველი მომხდარიდან რამდენიმე წუთში, დანაშაულის ადგილზევე დააკავეს.


close დახურვა