logo
ENG



ბესელია:არ მიმაჩნია სწორად, პარლამენტი ეპისკოპოსის დაბარების ადგილად გადაიქცეს

28 ოქტ 201914:24
3 წუთის საკითხავი
 
i2cktzb1hioeqtv.jpg

დაიწყება თუ არა გამოძიება მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებზე - საპარლამენტო ოპოზიცია გამოძიების დაწყების აუცილებლობას ხედავს.​

"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ მეუფე იაკობი იყო ბიძინა ივანიშვილის მოძღვარი. ბესელიას ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილიც კარგად იცნობს მეუფე იაკობს, აქვს მასთან ხშირი ურთიერთობა და იმ განცხადებებს, რომლებიც მეუფემ გააკეთა, ბესელიას არ აქვს საფუძველი რომ მასში ეჭვი შეიტანოს.

"მე ვიცნობ რა მეუფე იაკობს და ვიცი რა მისი განწყობებიც და დამოკიდებულებაც, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მას რაღაც დავალებით ან რამე კონკრეტული ამოცანით, ვინმემ სთხოვა, ან ვინმემ დაავალა,  ან რამე სხვა მოტივით გადაწყვიტა ასეთი განცხადებების გაკეთება. მეუფე იაკობმა დაადასტურა მედიასთან, რომ მას ეს  სიტყვები უკან არ მიაქვს, ამ ნათქვამის გამარტივება და გაუბრალოება არის შეუძლებელი. მეორესმხრივ არ მიმაჩნია სწორად რომ პარლამენტი გადაიქცეს განხილვის თუ ეპისკოპოსის დაბარების ადგილად და აქ ამ საკითხების ღია  სივრცეში გარკვევის ფორმად. გიორგი კვირიკაშვილის დამოკიდებულებაც ვიცი, ეკლესიასთან და საპატრიარქოსთან ძალიან ახლო და თბილია და მისდამი დამოკიდებულებაც ვიცი, რომ არის ძალიან ახლო და თბილი. ამის შემსწრეც ვყოფილვარ მისი უწმინდესობის მხრიდან", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას პათოსს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილიც იზიარებს. მისი განცხადებით მიმდინარე პროცესში მნიშვნელოვანია შეფასებები.

"ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით, არანაირ გამოძიებას არავინ არ დაიწყებს, მნიშვნელოვანი არის შეფასებები და ბევრი რამე გამოჩნდება ამ პროცესში", - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ევროპულმა საქართველომ" ბოდბის ეპისკოპოსი საკანონმდებლო ორგანოში მიიწვია. გიგი უგულავას თქმით, მეუფე იაკობს შეუძლია პარლამენტში მივიდეს და დეტალურად მოყვეს ყველაფერი, რასაც საჭიროდ ჩათვლის.

მეუფე იაკობმა ქორეპისკოპოსისა და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ეს გადაწყვეტილება მან პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა. მეუფე იაკობი ამ ეტაპზე ბოდბის მეუფედ რჩება.

 


close დახურვა