პარლამენტში ACD-F2-ის დაღვრის შედეგად უსიამოვნო სუნის დაყენებაზე დისკუსია გრძელდება. საპარალამეტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ეს იყო ბიოქიმიური მოწამვლა. შესაბამისად, ამ თემაზე რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან აუციელებელი და მნშვნელოვანია.
"სკამებს წრე რომ დაარტყეს, ის დავინახე და ჩავულაპარაკე კიდეც ჩემს კოლეგას: "ან მათი შემოსვლა რა იყო, ან მათი გასვლა რა არის". მერე დაიწყო ეს უსიამოვნო სუნი. ჯერ იყო პლატსმასის დამწვრის სუნი, მერე კი გამძაფრდა და ბოლოს დამეწყო გულყრებიც", - განმარტავს პარლამენტის აპარატის თანამშრომელი, სვეტლანა კუდბა.
საპირისპიროს ამტკიცებს საპარლამენტო უმცირესობის ნაწილი, რომლის თქმითაც, საკითხს სერიოზულად ვერ აფასებს.
"არასასიამოვნო იყო, მაგრამ მგონია, რომ ტრაგიკომიკურ სურათს ატარებს ეს ყველაფერი. სერიოზულად არ ვუყურებ",-ამბობს ეკა ბესელია.
ლევან კობერიძე კი გუშინდელ ფაქტს უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ აღნიშნულით ყველაზე მთავარი თემა გადაიფარა.
"ვფიქრობ იყო მთავარი თემის ნებით გადაფარვის მცდელობა. იყო სამწუხარო ფაქტი, რადგან მთავარი თემა რაც იყო, მოსამართლეებთან მიმართებაში, გადაიფარა",-განმარტავს კობერიძე.