თბილისის საქალაქო სასამართლოში ბესიკ თამლიანის პროცესი გადაიდო. სხდომაზე პროკურატურამ მტკიცებულებები წარმოადგინა - ჯოხის ტარები და ვიდეომასალა.
პროცესზე ვერ მოესწრო მტკიცებულებების განხილვა და მოსამართლემ სხდომა გადადო. შესაბამისად, ვერ მოესწრო დაცვის მხარის შუამდგომლობის დაყენება აღკვეთი ღონისძიების გადახედვის თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ბესიკ თამლიანს გამოძიება სისხლის სამართლის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს და სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თამლიანმა, მასთან ერთად დაკავებული სამი პირისგან განსხვავებით საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა და ის კვლავ პატიმრობაში რჩება.