logo
ENG



ბიბლიური თავისუფლების ყოფილი წევრისთვის წესის აგებას მეუფე საბა კრძალავს-გირჩი

12 ნოე 201908:27
3 წუთის საკითხავი
 
v2ehmbaf4clebf2.png

ავტოავარიაში დაღუპული 24 წლის შაკო ბარამიძის შესახებ „გირჩი" განცხადებას ავრცელებს. ინფორმაციის მიხედვით, გარდაცვლილი "ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმსახური იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახს მისი მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა უნდა, ხოლო მღვდელმსახურები ამის უფლებას არ აძლევენ, გარდაცვლილის დაკრძალვა ვერ ხერხდება. „გირჩის" წევრი ლევან ჯგერენაია „ფორმულასთან" ყვება, რომ სასულიერო პირებს ბარამიძისთვის წესის აგება ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან აქვთ აკრძალული. ჯგერენაიას თქმით, შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი ეკლესიის რიგებში აღარ ირიცხებოდა.

„ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მაინც დარჩა ვიღაც საღი აზრის მქონდე სასულიერო პირი მართმადიდებლურ ეკლესიაში და საპატრიარქოში, რომელიც შეასრულებს ოჯახის ამ უკანასკნელ თხოვნას და აუგებს მას წესს. ამისთვის ვცდილობთ, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ მაქსიმალურად მეტ ადამიანებს მათ შორის სასულიერო პირებს. თუ ისინი მართლა ქრისტიანები არიან და მართლა ადარდებთ ადამიანის სულის გადარჩენა და ცხონება შეასრულონ ოჯახის ეს უკანასკნელი თხოვნა და ჩვენ ვცდილობთ რომ ამაში დავეხმაროთ ახლა ოჯახს“,-განაცხადა ლევან ჯგერენაიამ.


close დახურვა