logo
ENG



ბირთვული საფრთხე - შაბათის ფორმულა

29 ოქტ 202221:33
3 წუთის საკითხავი
 

რა მოხდება იმ შემთხევაში, თუ პუტინი საბედისწერო ნაბიჯის გადადგმას გადაწყვეტს? სპეციალისტები უკვე გვაფრთხილებენ, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღი უფრო დამანგრეველია, ვიდრე სხვა იარაღი იმავე ფეთქებადი ენერგიით. ბირთვული აფეთქებები უფრო ძლიერია, ვიდრე ქიმიური აფეთქება. ის ტოვებს მომაკვდინებელ რადიაციულ ნაკადს, რომელიც კონკრეტულ ტერიროიაზე აბინძურებს ჰაერს, ნიადაგს, წყალს და საკვებს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მოქალაქეებს უკვე დეტალურად უხსნიან, რა უნდა გააკეთონ იმ შემთხევავში, თუ ასეთი საფრთხე რეალური გახდება, მაგრამ საქართველო აქაც გამონაკლისია. ჩვენს მოქალქეებს ყოველ დღიურად პუტინის მუქარა ესმით, ხელისუფლებისგან კი დუმილის გარდა, ვერაფერს იღებენ. ამიტომ ჩვენ, გადავწყვიტეთ გაგვერკვია, რამდენად მზად ვართ ნებისმიერი საგანგებო სიტუაციისთვის და რა ხდება ე.წ. თავშესაფრებში, სადაც ჩვენ, საფრთხის შემთხევაში უნდა გადავინაცვლოთ.

 


close დახურვა