საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბისო-შატილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
"თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ66-კმ106 (ბისო-შატილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია", - წერია დეპარტამენტის განცხადებაში.