საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ სქემა გაშიფრა, რომლის თანახმადაც, ყოფილი პრემიერი რუსეთში, ოფშორული კომპანიის საშუალებით, სულ მცირე ერთ კომპანიას ფლობს. გაცილებით მეტს - 10-ზე მეტ კომპანიას ფლობდა ივანიშვილი რუსეთში 2012-19 წლებში. ეს კი არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, ტყუილია, რადგან ეწინააღმდეგება მისსავე განცხადებას, თითქოს 2012 წლის შემდეგ რუსეთში ბიზნესინტერესები აღარ ჰქონდა. ამ სქემაში იდანიშვილის გარდა, მისი ნათესავებიც არიან ჩართლი. კონკრეტულად კი მისი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და ძმა - ადიკო ივანიშვილი.
ბიძინა ივანიშვილის და მისი ნათესავების რუსული ბიზნესი
27 აპრ 202212:20
3 წუთის საკითხავი