logo
ENG



ბლინკენი: აშშ მიესალმება 2 მძევლის გათავისუფლებას, თუმცა მუშაობა გრძელდება

21 ოქტ 202300:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/21/gm6fgguuxt7pqeh.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ისინი მიესალმებიან ჰამასის მიერ ორი ამერიკელი მძევლის გათავისუფლებას და "იზიარებენ შვებას, რასაც მათი ოჯახი, მეგობრები და ახლობლები გრძნობენ".

"თუმცა ჯერ კიდევ არის 10 ამერიკელი, რომლებიც ამ კონფლიქტში დაკარგულებად მიიჩნევიან", - განაცხადა ბლინკენმა ბრიფინგზე და დაამატა, რომ ისინი სავარაუდოდ არიან იმ 200 მძევალს შორის, რომლებიც ღაზაში გადაიყვანეს.

"თითოეული მათგანი უნდა გათავისუფლდეს", - დასძინა ბლინკენმა.

ბლინკენმა მადლობა გადაუხადა კატარის ხელისუფლებას, რომელიც პროცესში მონაწილეობდა. მანვე აღნიშნა, რომ დეტალებზე საჯაროდ ვერ ისაუბრებდა.

რაც შეეხებათ გათავისუფლებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მიემგზავრება ჯგუფი, რომელიც ამას შეაფასებს. ამასთან, არ არსებობს ინფორმაცია სხვა ამერიკელი მძევლების სტატუსისა და მდგომარეობის შესახებ.

20 ოქტომბერს ჰამასმა ორი ამერიკელი მძევალი გაათავისუფლა. ჯუდიტ ტაი რაანანი და მის 17 წლის შვილი, ნატალი რაანანი 7 ოქტომბერს თავდასხმის დროს გაიტაცეს.

დედა-შვილი ჩიკაგოდან არიან და ნაჰალ ოზის კიბუცში ნათესავებთან სტუმრად იყვნენ, როდესაც მათ ჰამასი დაესხა თავს.

როგორც ცნობილია, დედის ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობის გამო ჰამასმა ისინი "ჰუმანიტარული მიზეზით" წითელ ჯვარს გადასცა, რის შემდეგაც ისინი ღაზადან ისრაელის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. 


close დახურვა