logo
ENG



ბლინკენი: უკრაინის კონტრშეტევამ, შესაძლოა, მოსკოვი მოლაპარაკებისკენ დაარწმუნოს

13 ივნ 202314:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/13/ckh6hzauxhsqh1n.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევამ, შესაძლოა, მოსკოვი მოლაპაკებისკენ დაარწმუნოს.

"უკრაინის წარმატებამ კონტრშეტევაში, შესაძლოა, ორი რამ გააკეთოს. გააძლიეროს მისი პოზიცია ნებისმიერი მოლაპარაკების მაგიდასთან და ასევე, შეიძლება გამოიწვიოს პუტინის საბოლოო ფოკუსირება მოლაპარაკებებზე მის მიერ დაწყებული ომის დასასრულებლად", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენის თქმით, შეერთებულ შტატებს გადაწყვეტილი აქვს, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად.

"ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა უკრაინისადმი გადამწყვეტია, რათა მან დროთა განმავლობაში შექმნას ძლიერი შემაკავებელი და თავდაცვითი შესაძლებლობები საკუთარი არმიისთვის, რათა მომავალში, თუ რუსეთი ახალი აგრესიის განხორციელებას ეცდება, უკრაინას ჰქონდეს შანსი, შეაკავოს [რუსეთი] და საჭიროების შემთხვევაში, ეფექტურად დაიცვას მისგან თავი", - ამბობს ბლინკენი.


close დახურვა