logo
ENG



ბლინკენი ვაშინგტონში მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

19 აპრ 202209:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/19/jdgwcdx8xjdt940.jpg

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიკუ პოპესკუს შეხვდა. პოპესკუ შეხვედრის შესახებ ტვიტერზე წერს.

"შესანიშნავი შეხვედრა ბლინკენთან. მოლდოვას აქვს აშშ-ს მუდმივი მხარდაჭერა დემოკრატიულ განვითარებასა და რეფორმებში, ასევე უსაფრთხოების კრიზისში. შევთანხმდით გავაძლიეროთ მოლდოვას მედეგობა, რათა მან დაამტკიცოს, რომ დემოკრატია მუშაობს და რეფორმები შედეგიანია", - წერს მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანა 4,9 მილიონმა მოქალაქემ დატოვა. 420 ათასზე მეტმა ლტოლვილმა თავი მოლდოვას შეაფარა.


close დახურვა