logo
ENG



ბლინკენი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

06 ნოე 202313:19
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრს ჰაკან ფიდანს შეხვდა. შეხვედრის თემა ისრაელში მიმდინარე კონფლიქტია - როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, ბლინკენი ხაზს გაუსვამს ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის აუცილებლობას.

საერთაშორისო მედიების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში არ იგეგმება ბლინკენისა და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ ერდოღანი ღაზის სექტორში ისრაელის ქმედებებს მკაცრად ეწინააღმდეგება და გმობს.

თურქეთში პალესტინის მხარდამჭერი აქციები რამდენჯერმე გაიმართა - მათ შორის ერთ-ერთში რეჯეფ თაიფ ერდოღანი მონაწილეობდა. ის აქციაზე ერდოღანი სიტყვითაც გამოვიდა და ისრაელს ოკუპანტი უწოდა. ამის შემდეგ, ისრაელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თურქეთიდან დიპლომატები გაეწვია.

მანამდე, ერდოღანმა ჰამასს არა ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ "განმათავისუფლებელი ჯგუფი" უწოდა, ხოლო ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკრიტიკა და თქვა, რომ თურქეთმა მას "ხაზი გადაუსვა". ერდოღანმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუ "აღარ არის ადამიანი, ვისთანაც საუბარი შესაძლებელია".


close დახურვა