logo
ENG



ბოკერია: ერთ გუნდში დიდი ძალაუფლება იწვევს სერიოზულ პრობლემებს

25 მაი 202021:35
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვთ, თუმცა მისი თქმით კანდიდატების არჩევა მოხდება იმის მიხედვით, სადაც კონკრეტულ კანდიდატზე ნაკლები წინააღმდეგობა იქნება.

„პოლიტიკურ პარტიებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული შეხედულებები, მარტო პერსონებზე კი არა სხვა საკითხებზე. პოლიტიკური შეხედულება ხდება იმ პერსონებზე, სადაც ნაკლებია ეს წინააღმდეგობა, საღი აზრი არის ეს. არავინ არ მალავს, რომ ამ პოლიტიკურ პარტიებს შორის ევროპულ საქართველოსა და ჩვენ პარტნიორებს დიდი განსხვავება გვაქვს. ევროპული საქართველო არის ერთადერთი მსხვილი პარტია, რომელიც გადასახადების დაწევაზე საუბრობს და საპენსიო ფონდის დაბრუნებაზე და ძალიან კონკრეტული ხედვა აქვს. სხვები უფრო კონკურენციაში არიან, ვინ უფრო დიდ ციფრს იტყვს, სრული პატივისცემით მათი ხედვის მიმართ, მაგრამ მე მიმაჩნია რომ ჩვენ ხედვაა სწორი. ეს განსხვავებები არსად არ წავა და ამომრჩეველმა უნდა იცოდეს ვინ რას აპირებს. მიუხედავად იმისა რომ შემდეგი მთავრობა იქნება კოალიციური ვის ექნება უპირატესობა და ვინ შემოიკრებს ამომრჩეველს იდეების გარშემო ამას ექნება მნიშვნელობა. ჩვენ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს ისტორიული საკითხი, რაც ვერცერთმა მთავრობამ ვერ გადაწყვია, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა. მთავრობას ვინც არ მოწონს შეუძლია ჩასვას ციხეში, აღარ იდგეს დღის წესრიგში და ჩვეულებრივ ადამიანსაც უნდა ჰქონდეს საფუძვლიანი განცდა, რომ სასამართლოში თუ ხვდება მას აქვს თანაბარი შანსი ბრალდებასთან. დავაგროვეთ გამოცდილება რომ ერთ გუნდში დიდი ძალაუფლება იწვევს სერიოზულ პრობლემებს და ჩვენი გუნდი იყო ამის მაგალითი“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

 


close დახურვა