logo
ENG



ბოკერია: პასუხისმგებლობის თავიდან აცილების კამპანია უნდა შეწყვიტოს მთავრობამ

18 დეკ 201916:30
3 წუთის საკითხავი
 
dgp39attdfx9e6x.jpg

„ევროპული საქართველოს“ ლიდერები 15 წლის მოზარდის დაღუპვის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ. მათი განცხადებით, აუცილებელია ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა აიღოს და ერთი ადამიანის დაკავებით საქმე არ დასრულდეს.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა თქმით, ხელისუფლება უნდა შეეშვას პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანის მცდელობას.

„ის კამპანია, რასაც ვხედავთ სოციალურ ქსელში, რომ პოლიტიკურ ოპონენტებზე ან სკოლაზე გადაიტანონ ისრები, და ჩამოიცილონ პასუხისმგებლობა თვითონ, ეს არის სამარცხვინო და ამაზრზენი, და ეს უნდა შეწყვიტონ“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

გიგი უგულავა მოუწოდეს ვახტანგ გომელაურს, საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და დატოვოს თანამდებობა.

„ჩვენ გვმართებს დაფიქრება, რომ ტრაგედია ტრაგედიად არ დარჩეს და ყველაფერი ძველებურად წავიდეს. ამ მომენტში უნდა გამონახოს ხელისუფლებამ ძალა და გადააყენოს, ან თვითონ აიღოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პასუხისმგებლობა. ეს იქნება კარგი ქვეყნისთვის და ნიშანი იმისა, რომ ვსწავლობთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას“, - ამბობს გიგი უგულავა.

„ეს უდიდესი ტრაგედიაა", აცხადებენ ევროპული საქართველოს ლიდერები და ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის 17 დეკემბერს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარს წინ უძღოდა „მწვანე სკოლის" ინციდენტთან დაკავშირებით, მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.  


close დახურვა