ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ კვლევის მიხედვით, ევროპული საქართველოს, ახალისა და ლელოს გაერთიანებას საუკეთესო სინერგია ჰქონდა.
თუმცა, მისი თქმით, ამ პოლიტიკური პარტიებისგან დუმილია, მოლაპარაკებები კი ჩიხშია შესული.
"კვლევამ აჩვენა, რომ საუკეთესო სინერგია ჰქონდა ევროპული საქართველოს, ახალის და ლელოს გაერთიანებას, რომელიც 2.5%-ით მეტ შედეგს დებდა, ვიდრე ამ პარტიების ცალკე აღებული ჯამი.
ჩვენ ამ კვლევის შედეგების გაცნობამდე და ამის შემდეგაც მივმართეთ საჯაროდ და არასაჯაროდაც ამ პოლიტიკური ძალების ხელმძღვანელობას, თუმცა, საწყისი კომუნიკაციის შემდეგ, მათგან მხოლოდ დუმილია. ვისმენთ მხოლოდ სატელევიზიო ზოგად განცხადებებს და პროცესი, რეალური მოლაპარაკებებისა, სადაც ბევრი რამეა სწრაფად გასარკვევი, რათა ამომრჩეველმა ნათლად დაინახოს სურათი, არსად არ მიდის. ფაქტობრივად ჩიხში არის შეყვანილი", - თქვა ბოკერიამ.