You sent
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ სოფელ ლისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი.
უწყების ცნობით, შემთხვევა 27 ოქტომბერს, სოფელ ლისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გამოძიების ვერსიით, ურთიერთშელაპარაკების დროს ბრალდებულმა ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.
შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული კახეთში, სიღნაღის რაიონში დააკავეს. პოლიციამ სავარაუდო დანაშაულის იარაღიც ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
