logo
ENG



ბოკერია ლარზე: ივანიშვილს და მის კლოუნებს არ აქვთ უნარი, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანონ

17 სექ 202018:14
3 წუთის საკითხავი
clock 815
ბოკერია ლარზე: ივანიშვილს და მის კლოუნებს არ აქვთ უნარი, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანონ

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია ლარის გაუფასურებას ეხმაურება და ამ კონტექსტში ხელისუფლების არასწორ პოლიტიკაზე საუბრობს.

ბოკერიას თქმით, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობაზე წნეხი შეამციროს, ის ბოლო წლების განმავლობაში გადასახადებს ზრდის, რაც პოლიტიკოსის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას აუარესებს. 

"ის, რაც ხდება დღეს ლარის კურსთან დაკავშირებით და ზოგადად, რაც ხდება ბოლო 8 წლის განმავლობაში- ლარის მერყეობა, გაუფასურება, ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკის პირდაპირი შედეგია: გადასახადების აწევის, ბიუროკრატიის ზრდის, მავნებლური ინიციატივების, ამ უტიფრობის, როდესაც დღესაც გვეუბნება ივანიშვილი, რომ ყველაფერი კარგად არის და არაფრის შეცვლას არ აპირებს. ივანიშვილის ხელისუფლებაში დატოვება არის კატასტროფის ტოლფასი, რადგან ეს ყველაფერი დღეს, პანდემიის ფონზე, არის სასიცოცხლო საფრთხის მატარებელი საშუალო კლასისთვის, განსაკუთრებით გაჭირვებული მოქალაქეებისათვის და მთლიანად საქართველოს ეკონომიკისათვის", - განაცხადა ბოკერიამ. 

მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ქვეყანაში შესაბამისი რეფორმები უნდა გატარდეს:

"ივანიშვილის დამარცხებისთანავე აუცილებელია გადასახადების დაწევა, კერძო საკუთრებაში ქონების დაბრუნება, რეალური რეფორმები ამ მიმართულებით, რათა ეკონომიკა გამოცოცხლდეს და ქვეყანაში ვალუტა შემოვიდეს, სამუშაო ადგილები შეიქმნას და შემოსავალი გაიზარდოს. ივანიშვილს და მის კლოუნებს არ აქვთ არც უნარი და არც ხედვა, რომ ქვეყანა გამოიყვანონ ეკონომიკური კრიზისიდან, თუმცა აქვთ უტიფრობა, რომელმაც ქვეყანა ასეთ ჩიხში შეიყვანა".

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის ჩარევა არაფერს შეცვლის, დროებით რომც დაასტაბილუროს ვითარება:

"ამას სჭირდება ხელისუფლების შეცვლა და იმ გეგმის განხორციელება, რაც აქვს ევროპულ საქართველოს, ანუ გარდამტეხი ცვლილებების.  გადასახადების დრამატული დაწევა და ეკონომიკის ამუშავება, რათა ქვეყანაში სამუშაო ადგილები შეიქმნას და ქვეყანაში შემოვიდეს ინვესტიციები. გარე ფაქტორები შეიძლება არსებობდეს, თუმცა ქვეყანას ჰყავს მთავრობა იმისთვის, რომ მათ ნაბიჯები გადადგან თავად" - აღნიშნა გიგა ბოკერიამ. 

ცნობისთვის, ლარი გაუფასურებას განაგრძობსპირველი სექტემბრიდან დღემდე ლარი დოლართან მიმართებით დაახლოებით 12 თეთრით გაუფასურდა. ევროსთან - 10 თეთრით. 


close დახურვა