logo
ENG



ბოკუჩავა: ვითხოვთ, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კომიტეტზე მოვიდეს

07 თებ 202211:10
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე იბარებენ.

კერძოდ, მინისტრთან ერთად სურთ, განიხილონ ჩრდილოეთის, ბალტიისა და შავი ზღვის ახალი თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა. 

"უკრაინაში რუსული აგრესიის და დასავლეთის მხრიდან შეკავების ახალი არქიტექტურის ფონზე რეგიონში იქმნება ახალი რეალობა და ესაა დიდი შანსი, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ სრულ უმოქმედობას ხელისუფლების მხრიდან.

როგორც ეს მოხდა რეზოლუციისა და უკრაინაში ვიზიტის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც ოპოზიციამ უნდა იტვირთოს ხელისუფლების ფუნქცია და ოპოზიციამ უნდა დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები. უკრაინაში ვიზიტისას გადაწყდა საქართველო მოლდოვა-უკრაინას ასოცირებული ტრიოს საპარლამენტო ფორმატის გააქტიურება და ერთობლივი ვიზიტების დაგეგმვა ბალტიის ქვეყნებში", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე. 


close დახურვა