ბოლივიის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ქვეყნიდანაც გაემგზავრა. ევო მორალესს თავშესაფარი მექსიკამ შესთავაზა, რაზეც მან თანხმობა განაცხადა. მორალესი ბოლივიაში განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფო გადატრიალებას უწოდებს და მის ორგანიზებაში შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს.