კიდევ ერთი ინფიცირებული ბოლნისის სასწრაფო დახმარების სამსახურში - დაავადებული ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება. კოვიდინფიცირებული ამ დრომდე კარანტინში იმყოფებოდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგები დღეს დილით გახდა ცნობილი.
ბოლნისში კორონავირუსის დადასტურებული 55 შემთხვევაა დადგენილი. გარდაცვლილია ერთი, ხოლო გამოჯანმრთელებულია ორი მოქალაქე.
ბოლნისში თვითიზოლაციაში 392 პირი იმყოფება, 86 კი საკარანტინო რეჟიმშია.