logo
ENG



ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პირი გამოავლინეს

22 აპრ 202010:06
3 წუთის საკითხავი
 

ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

საეჭვო სიმპტომებით მუნიციპალიტეტში 247 პირი შემოწმდა, მათგან კი 3-ის ანალიზმა დადებითი პასუხი აჩვენა.

დადასტურებული შემთხვევიდან ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების კონტაქტებიდანაა, ორი კი სოფელ სავანათში დადასტურებული კლასტერიდან.  

ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების  58 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან ერთი გარდაცვლილია, 2 კი გამოჯანმრთელებული. 

შეგახსენებთ, რომ რეგიონში არსებული მწვავე ეპიდსიტუაციის გამო 22 მარტიდან ბოლნისისა და მარნეულის რაიონები მკაცრ კარანტინშია მოქცეული.


close დახურვა