ბოლნისში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცველებმა 1963 წელს დაბადებული მოქალაქე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში მან თანასოფლელს ეჭვიანობის ნიადაგზე, გულ-მკერდის არეში მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა.
ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მკვლელობის იარაღი. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.