დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ბოლო 1 კვირაში (16-22) კორონავირუსის 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 ადამიანი გარდაიცვლა.
მათი ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 0.52%. ჩატარდა 113 058 ტესტი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების სტატისტიკა კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ცხადდება.