დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ბოლო 1 კვირაში (2 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით) კორონავირუსის 745 შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი გარდაიცვალა.
მათი ინფორმაციით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია - 0.66%.
მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების სტატისტიკა კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ცხადდება.