ბოლო 24 საათის განმავლობაში შეერთებულ შტატებში კორონავირუსით 30 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 2,500-მდე დაიღუპა.
CNN-ის ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით ჯანდაცვის სფეროს 9,200-ზე მეტი თანამშრომელია ინფიცირებული. მათი 90% კი ჰოსპიტალიზებული არ ყოფილა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ნიუ-იორკშია. მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე შტატის გუბერნატორმა ნიუ-იორკელების გამოსაკვებად 170-მილიონიანი ინიციატივა დააანონსა.
ბილ დე ბლასიომ განმარტა, რომ აპრილის განმავლობაში საშუალოდ ათ მილიონ ადამიანს დაეხმარებიან. მისი თქმით, შემუშავებულია გეგმაც, რომლის თანახმადაც საჭიროების მიხედვით გარკვეულ კატეგორიას დახმარებას სახლში მიაწვდიან.