logo
ENG



ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსით 1300-მდე ადამიანი გარდაიცვალა

07 აპრ 202011:45
3 წუთის საკითხავი
clock 244

  ბოლო 24 საათის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ 19-ისგან გამოწვეული გართულებებით ქვეყანაში 1300-მდე ადამიანი დაიღუპა, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ საერთო ჯამში შეერთებულ შტატებში 11 ათასს მიაღწია. დაინფიცირებულთა რიცხვი კი  367 ათასს აჭარბებს. პანდემიის ცხელი კერა კვლავ ნიუ-იორკშია, სადაც ინფექციით სიკვდილიანობის მაჩვენებელი სწრაფი ტემპებით იზრდება. მხოლოდ ნიუ-იორკის შტატში ორშაბათის მონაცემებით გარდაცვლილთა რაოდენობამ 4,758 შეადგინა, რითაც ერთ დღეში მხვერპლთა რაოდენობამ ექვსასით მოიმატა. ნიუ-იორკის გარდა განსაკუთრებით რთული ვითარებაა დეტროიტში, ნიუ-ორლეანსა და ჩიკაგოში. 

 


close დახურვა