იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რიცხვმა 793-ს მიაღწია. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების 4 825 შემთხვევაა რეგისტრირებული.
ამ მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსს ყველაზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა - ქვეყანამ ანტირეკორდი მოხსნა.
ამჟამინდელი მონაცემებით, ქვეყანაში სულ ინფიცირების 53 578 შემთხვევაა დაფიქსირებული.