ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის თბილისში 10, აჭარაში 2 , იმერეთში 7, ხოლო მცხეთა-მთიანეთში 1 ადამიანი. სტატისტიკურ ინფორმაციას უწყებათაშორისი კომისია ავრცელებს.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 401 გარდაცვალების შემთხვევაა. დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 401 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 49 218-ს შეადგენს.