logo
ENG



ბოლო 24 საათში კორონავირუსით 50 ადამიანი გარდაიცვალა

12 დეკ 202010:40
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 50 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით დაღუპულთა რაოდენობამ საქართველოში 1744-ს მიაღწია. 

ბოლო 24 საათში გამოვლინდა 3907 ახალი შემთხვევა. 

გამოჯანმრთელდა 3780 პაციენტი. 

გაკეთდა 18 907 ტესტი, მათ შორის - 11 064 ანტიგენის სწრაფი და 7 843 PCR ტესტი.

საკოორდინაციო საბჭოს ცნობით. გამოვლენილი ინფიცირების 3 907 ახალი შემთხვევიდან: 

თბილისში დადასტურებულია 1 588 შემთხვევა, აჭარა - 333, იმერეთი - 599, ქვემო ქართლი - 263, შიდა ქართლი - 263, გურია - 114, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 299, კახეთი - 243, მცხეთა-მთიანეთი - 83, სამცხე-ჯავახეთი - 94, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 995, საიდანაც, 6 817 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში  2 925, აჭარაში - 910, იმერეთში -1 377. 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 165 პირი, მათ შორის, თბილისში - 529, აჭარაში - 151, იმერეთში - 267. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 442 პირი, მათგან თბილისში - 209, აჭარაში-54, იმერეთში-59. 3 227 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის  1 111-თბილისში, 1 506-აჭარაში, 307-იმერეთში. 20 951 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 012 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-280, აჭარაში-145, ხოლო იმერეთში-28.

სულ  6 ოქტომბრიდან - 11 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 243  პირი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 51 190 ადამიანი, მათ შორის თბილისში-20 098 პირი, აჭარაში-9 912, იმერეთში-5 828. 

სულ, 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში ახალი კორონავირუსის 187 006 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან გამოჯანმრთელდა - 154 241, გარდაიცვალა - 1744. 


close დახურვა