რუსეთი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 9 709 ახალი შემთხვევა დადასტურდა და საერთო რაოდენობამ 281 752-ს მიაღწია. აქედან თითქმის ნახევარი მოსკოვშია. თუმცა დაავადება ასევე ვრცელდება რეგიონებშიც. ახალი მონაცემების მიუხედავად, „როს-პოტრებ-ნადზორის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით სტაბილური ხდება, რადგან დაინფიცირების ტენდენცია იკლებს.
ამ დროისთვის კოვიდ 19-ით რუსეთში 2631 ადამიანია გარდაცვლილი.