ბოლო 24 საათში ხარკივში დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 6 დაიჭრა. ამის შესახებ ხარკივის რეგიონული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათი ცნობით, ღამით რუსულმა ძალებმა ხარკივი კიდევ ერთხელ დაბომბეს, რის შედეგადაც ცეცხლი ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობას გაუჩნდა.
ოკუპანტებმა დაბომბეს რეგიონის სოფელი ცირკუნიც - ცეცხლი გაუჩნდა სახლებსა და სამეურნეო შენობებს.