logo
ENG



ბორელი: მოვუწოდებ ყველა პარტიას, იპოვონ კომპრომისი, რათა საქართველო ჩიხიდან გამოვიდეს

19 აპრ 202118:17
3 წუთის საკითხავი
 
ბორელი: მოვუწოდებ ყველა პარტიას, იპოვონ კომპრომისი, რათა საქართველო ჩიხიდან გამოვიდეს

ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა მიმართულებების ხელმძღვანელი ჟოზეფ ბორელი ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს იპოვონ კომპრომისი, რათა საქართველო ჩიხიდან გამოვიდეს. 

როგორც ბორელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ ყველა პარტია შეთანხმების მიღწევისკენ ნაბიჯს გადადგამს. 

"პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთავაზება დაიდო მაგიდაზე, იმისათვის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზა მოიძებნოს. შეხვედრის დროს მივიღეთ გარკვეული ახალი ინფორმაცია. მივესალმები, პოზიტიურ განვითარებას, რომ ქართული ოცნება ხელს აწერს ახალი შეთანხმებას და იმედი მაქვს, რომ სხვა პარტიებიც გადადგამენ ნაბიჯს შეთანხმების მიღწევისკენ. მოვუწოდებ ყველა პარტიას იპოვონ კომპრომისი, რათა საქართველო გამოვიდეს ჩიხიდან და დემოკრატიული კონსოლიდაცია გააგრძელოს",- განაცხადა ბორელმა. 

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. 

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ.


close დახურვა