ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა, შესაძლოა უფრო მომაკვდინებელი იყოს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
"გარდა იმისა, რომ ის ვრცელდება უფრო სწრაფად, არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც თავდაპირველად ლონდონში აღმოაჩინეს, შესაძლოა მეტად ასოცირდებოდეს სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელთან",-ამბობს ბორის ჯონსონი.
BBC ასევე წერს, რომ აღნიშნული მათემატიკური ანალიზით დადგინდა, რომლის მიხედვითაც შეადარეს კორონავირუსის ძველი და ახალი ვერსიებით ინფიცირებული ადამიანების სიკვდილიანობის მაჩვენებლები.