დიდ ბრიტანეთში საარჩევნო კამპანია დაიწყო. ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონი დღეს ბუკინგემის სასახლეში იმყოფებოდა და დედოფალ ელისაბედ მეორეს შეხვდა. პრემიერმა მონარქს პარლამენტის დასაშლელად ოფიციალური ნებართვა სთხოვა.
ბორის ჯონსონი საარეჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ განცხადებას ცოტა ხანში საკუთარი რეზიდენციის წინაც გააკეთებს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დიდ ბრიტანეთში 12 დეკემბერს გაიმართება.