![2022/04/11/rpgxdxlc5xgdn2s.jpg](/uploads_script3/articles/2022/04/11/rpgxdxlc5xgdn2s.jpg)
კიევის რეგიონის ქალაქ ბოროდიანკაში, საცხოვრებელი კორპუსების ნანგრევების ქვეშ 7 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
"11 აპრილს ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევების დემონტაჟის დროს იპოვეს 7 ადამიანის ცხედარი, სამუშაოებში ჩართული იყო 226 ადამიანი და 42 ტექნიკა, ასევე 40 მოხალისე კიევიდან", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.