logo
ENG



ბოროდიანკაში დამატებით 9 მშვიდობიანი უკრაინელის ცხედარი იპოვეს

21 აპრ 202208:51
3 წუთის საკითხავი
 
Поліція Київської області

კიევის რეგიონის პოლიციამ გასულ ღამეს ქალაქ ბოროდიანკაში 2 მასიური საფლავი იპოვა, სადაც ჯამში 9 ადგილობრივის ცხედარი იყო.

ერთ-ერთ საფლავში 35 წლის კაცისა და 15 წლის გოგოს ცხედრები იპოვეს, მეორეში კი 4 კაცის და 2 ქალის.

კიევის რეგიონული პოლიციის ხელმძღვანელი ანდრეი ნებიტოვი აცხადებს, რომ ისინი რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს და ზოგიერთის სხეულს წამების კვალი ეტყობა.

„ეს ადამიანები ოკუპანტებმა მოკლეს. ზოგიერთ დაღუპულს წამების კვალი ეტყობა. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ადამიანები მოქალაქეები არიან. რუსმა სამხედროებმა მიზანმიმართულად ესროლეს მშვიდობიან ხალხს ვინც წინააღმდეგობას არ უწევდა და საფრთხეს არ წარმოადგენდა“, - განაცხადა ნებიტოვმა.

 

close დახურვა